შეტევა ევროკავშირზე - რას პასუხობს გერმანიის მთავრობა "ოცნებას" და რაზე წუხს ივანიშვილის გუნდი
გერმანელი დიპლომატი გაოგნებას ვერ მალავს დაპირისპირების იმ ფორმით, რომელიც "ოცნებამ" გერმანიის მთავრობასთან აირჩია. ზაარბრიუკენის მერიის გადაწყვეტილებამ კახა კალაძე წყობიდან გამოიყვანა და მერცის მთავრობას ნეკროლოგი მიუძღვნა. "პირველებთან" ინტერვიუში, ფიშერი ხსნის, რომ ზაარბრიუკენის მერიამ თბილისთან 51 წლიანი თანამშრომლობის გაწყვეტის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამ ნაბიჯის მიღმა კანცლერი მერცის მთავრობა დგას, რომელიც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლით უკმაყოფილოა. ფიშერი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ივანიშვილის გუნდის თავდასხმის მთავარი ობიექტია, ამბობს, რომ ასე ევროკავშირში შესვლა შეუძლებელია.
გერმანული ქალაქი ნახევარი საუკუნის შემდეგ ამბობს, რომ თბილისთან თანამშრომლობის რესურს ვეღარ ხედავს. მიზეზი დემოკრატიული უკუსვლაა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მიღებულ რეპრესიულ კანონებს, ხალხის წამებას დაკავების დროს და ოპოზიციის განადგურების მცდელობას დასავლეთი რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" გამოხმაურებას, კალაძის შემდეგ პარტნიორების ლანძღვის კამპანია პაპუაშვილმა გადაიბარა. პარლამენტის თავმჯდომარე EU-S ევროპელობის გაკვეთილებს სტავაზობს.