პოლიტიკური დაპირების გამო დაკავებული ხაბეიშვილი ვერდიქტს ციხეში, სამარტოო საკანში მოისმენს
პოლიტიკური დაპირების გამო დაკავებული ლევან ხაბეიშვილი ვერდიქტს რუსთავის ციხეში, სამარტოო საკანში მოისმენს - მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დაესწრება. დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა დღეს სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა და საქმის აბსურდულობასა და მტკიცებულებების არ არსებობაზე ილაპარაკა.
ხაბეიშვილი თითქმის 9 თვე ატარეს სასამართლო სხდომებზე, თუმცა მისი ბრალდების საქმის მტკიცებულებების გამოკვლევა რამდენიმე სხდომაში დაასრულა პროკურატურამ. 9 თვეა, "ნაციონალური მოძაობის" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი რუსთავის ციხეში იმ მიზეზით გამოკეტეს რომ ის შეურაცხყოფილ მოწმე სპეცრაზმელებზე ზეწოლას მოახდენდა, თუმცა დასაკითხად სასამართლოში მარტი ერთი სპეცრაზმელი მოიყვანეს.
ახლა დაცვის მხარე ელოდება რამდენად გახდება პრეცედენტული გადაწყვეტილება რომელსაც ხელს მოსამართლე ხუსკივაძე მოაწერს.
სამართლიანი მართლმსაჯულების იმედი არ აქვთ პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს. ხაბეიშვილის დედა ფიქრობს რომ ხვალინდელი განაჩენის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება. პოლიტიკოსების საქმიანობა და მათი დაპირებებიც კი ჩარჩოში მოექცევა.