სასახლის ღობე და საპროცესო შეთანხმება - ადვოკატები ეჭვობენ, რომ დაკავებულები მოატყუეს
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა რამდენიმე პირმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება უკვე ითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის. ადამიანები, რომლებისთვისაც 4 ოქტომბერი საბედისწერო დღე აღმოჩნდა, გათავისუფლებას უშედეგოდ ელოდებიან. აქამდე "ქართული ოცნება" დანაშაულის აღიარებას ითხოვდა - საპროცესო გარიგებაზე წასვლაც ამას გულისხმობს, ნაბიჯი გადადგეს, თუმცა პროკურატურისგან პასუხი არ მიუღიათ. საუბარია მაგალითად: იური ლომიძესა და საბა კორძაიაზე. ლომიძე ყოფილი პოლიციელია, დღეს კი საპროცესოს თხოვნა უწევს.
განაჩენის გამოცხადებამდე დიდი დრო აღარ რჩება, პროკურატურა კი ისევ ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა არ დახურულა და მხარეებს შორის დიალოგი გრძელდება. ადვოკატების წინასწარი განწყობა, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს ადამიანების მოტყუებასთან - პროკურორისათვის არასერიოზულად გამოიყურება.
სასახლის ღობის საქმეზე, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები მოისმინა. ტექსტი განსხვავებული, მაგრამ ნარატივი საერთო იყო: ადვოკატებმა საქმეში არსებული მრავალი უზუსტობა და აცდენა ამხილეს. იურისტებისთვის ეს ფარსად ქცეული პროცესი, უფლებადამცველებს ცნობილი რელიგიური მეტაფორა გაახსენდათ - როცა ხმა ისმის, მაგრამ მსმენელი არსად ჩანს.