კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი

21.05.26 10:15
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი

კობახიძის განცხადებით, საქართველოს მიზანი ისეთი ევროკავშირის წევრობაა, რომელიც, მისი შეფასებით, საკუთარ ფუნდამენტურ ღირებულებებს დაუბრუნდება. ამის შესახებ მან "ტვ იმედის" ეთერში ისაუბრა.

"ოცნების" ლიდერის შეფასებით, ევროპაში დღეს არსებული დემოკრატიული პრინციპები და ადამიანის უფლებების სტანდარტები მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ არის და მათი დაკარგვა „მარტივად შეიძლება“. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ისტორიულ პარალელებზე ისაუბრა და ევროპელ ბიუროკრატებს კრიტიკული გზავნილებით მიმართა.

ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ და როდესაც ასეთ ევროკავშირს გამადლის გერმანიის ელჩი, ეს ვერავითარ გამართლებას ვერ დაექვემდებარება. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი და ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს.

 ჩვენ გვინდა ისეთ ევროკავშირის წევრობა, რომლებიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. 40-იან წლებამდე ევროპისთვის უცხო იყო ის ღირებულებები, რომლებმაც ფესვი მოიკიდა ძირითადად 1949 წლიდან. მანამდე ევროპა იყო გამუდმებული ომების სივრცე, აქ არ იყო დამკვიდრებული ადამიანის უფლებები სისტემური სახით, სერიოზული პრობლემები იყო ადამიანის უფლებების სახით ევროპაში ტრადიციულად, მანამდე საერთოდ ინკვიზიცია, კოცონზე ადამიანების დაწვა, მეცნიერების დაწვა კოცონზე და ა.შ. და ათასი უბედურება. ამიტომ, უნდა გავიხსენოთ, რომ ის ღირებულებები, რომლებიც დამკვიდრდა ევროპაში, მაინცდამაინც ძველი არ არის. ამიტომ, უნდა შევახსენოთ ევროპელ ბიუროკრატებს, რომ იმის დაკარგვა, რასაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია, მარტივად შეიძლება". - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები