ეს ნერვების ომია - ლევან ხაბეიშვილის დედა

21.05.26 11:07
ეს ნერვების ომია - ლევან ხაბეიშვილის დედა

 

 

კარგი მოლოდინი არ მაქვს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის დედამ, მარინა კოტრიკაძემ განაცხადა.  

პოლიტიკოსის ოჯახი ამბობს, რომ ახლა "ნერვების ომია". მარინა კოტრიკაძის თქმით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის საქმის დასრულება და განაჩენის გამოტანა 3 სხდომაში შეიძლებოდა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭიანურებენ. 

ალბათ, ნერვების ომია, მოლოდინი კარგის არ მაქვს, მაგრამ წინასწარ პროგნოზის გაკეთებაც ძალიან მიჭირს. ძალიან განერვიულდა გუშინ ლევანი, მთელი ცხრა თვის განმავლობაში ითხოვდა, ეს პროცესი მალე დასრულებულიყო. საქმე იმდენად აბრურდულია, არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ. შეეძლოთ, ზუსტად სამ სხდომაში დაესრულებინათ ლევანის საქმე"- განაცხდა ლევან ხაბეიშვილის დედამ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, საქმეზე განაჩენი დღეს, 21 მაისს გამოცხადდება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული და საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, საქმეზე განაჩენი დღეს, 21 მაისს გამოცხადდება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული და საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

  • ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

  • მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები