"ძლიერი საქართველო ლელო": შევქმენით ,,მოქალაქეების მხარდაჭერის და კოორდინაციის ცენტრი"
ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ ეკონიმიკური კრიზისიდან გამომდინარე, იქმნება მოქალაქეთა განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი, რომლის მიზანიცაა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, მათ შორის პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვინც ყოველდღიურად ეჯახება უსამართლობას და დაცვის ბერკეტი არ გააჩნია - განცხადება ამის შესახებ "ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა კოალიციის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ დაგეხმარებით, დაგაკვალიანებთ, გაგიწევთ კონსულტაციას, მოგიმზადებთ დოკუმენტებს, დავიცავთ თქვენს უფლებებს ყველგან და თუ საჭირო გახდება თქვენს უფლებებს დავიცავთ სასამართლოშიც"- თვა ქეთევან თურაზაშვილმა.
გაცნობებთ, რომ შევქმენით ,,მოქალაქეების მხარდაჭერის და კოორდინაციის ცენტრი“. ჩვენი კოალიციის ,,ძლიერი საქართველო - ლელოს“ იურისტების გუნდმა, გადავწყვიტეთ გაძლიერებული რესურსით გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების დახმარება ახლა უკვე, მოქალაქეთა მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრის ფარგლებში.
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, უამრავი ჩვენი მოქალაქე უბრალოდ ვერ უმკლავდება მძიმე რეალობას და ყოველდღიურობას. ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც ,,ოცნების“ დამკვიდრებული არასწორი,
არაკომპეტენტური და თანაგრძნობისგან დაცლილი პოლიტიკის გამო იჩაგრებიან.
პენსიონერები არა მხოლოდ ასაკობრივი, აბსოლუტურად ყველა, ვინც რაიმე სახის პენსიას იღებს ლიბერთი ბანკში, უკიდურეს გაჭირვებაში არიან, ამას ემატება ლიბერთი ბანკის მიერ მათი უსასრულო ძარცვა. მარტოხელა მშობლებისთვის არ არსეობობს რეალური მხარდამჭერი პროგრამები და მათ ჯოჯოხეთის გავლა უწევთ, რომ ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნან შვილებს. ასევე მრავალშვილიანი მშობლები, რომლებიც ფაქტიურად მთელ რესურს შვილებს ახმარენ და უარი აქვთ ნათქვამი პირად მოთხოვნილებებზე და საჭიროებებზე. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმდება, მომატებული ფასების ფონზე, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ასევე კომუნალურ გადასახადებზე თუ ბენზინზე.ამ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. უარს ეუბნებიან განცხადების მიღებაზე, კონსულტაციის გაწევაზე. ხშირად უბრალოდ არცკი უსმენენ. მოქალაქეებს უჭირთ ბიუროკრატიასთან გამკლავება.
ჩვენ დაგეხმარებით, დაგაკვალიანებთ, გაგიწევთ კონსულტაციას, მოგიმზადებთ დოკუმენტებს, დავიცავთ თქვენს უფლებებს ყველგან და თუ საჭირო გახდება თქვენს უფლებებს დავიცავთ სასამართლოშიც. თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ ეს უსამართლობა, რაც დღეს გამეფებულია საქართველოში, ერთად დავასრულოთ.
ჩვენ, ზუსტად ვიცით როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუმცა სანამ ეს მოხდება, ახლაც მზად ვართ დავეხმაროთ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ჩვენი გვერდით დგომა ჭირდება! მოგვწერეთ, მოგვმართეთ, დაგვიკავშირდით, ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!