ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ - ბაჩო ახალაია

21.05.26 12:27
 ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ - ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ დღეს, სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერები სასამართლო დარბაზებში უნდა გასამართლდნენ. 

დიდი ალბათობით, თქვენ მოგიწევთ ამ „ქოცების“, პროკურორების გასამართლება, -  მიმართა ახალაიამ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს.

მე როგორც მახსოვს არავინ არ არის საქართველოს ისტორიაში გასამართლებული იმ სიტყვისთვის, რომელიც მან წარმოთქვა თავისსავე სასამართლო პროცესზე. ბევრი ვქექე და ვერ ვნახე.

აბსურდულობა მთელი ამ პროცესის მდგომარეობს იმაში, რომ პროკურორს მოჰყავს მოწმეები. არადა, მე ვიმეორებ ამ სიტყვებს – ივანიშვილის  ხელისუფლება არის დასამხობი.  სხვა გამოსავალი ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. არა მხოლოდ დასამხობია, არამედ დასამხობია ნებისმიერი ფორმით და ასეც იქნება.

მას შემდეგ გასასამართლებელია ივანიშვილიდან დაწყებული მთელი სახელმწიფო აპარატი, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება...

ჩვენ ვცხოვრობთ ჩვეულებრივ დიქტატურაში. როგორ შეიძლება გვყავდეს ოკუპანტი დიქტატორი და ამავდროულად გვყავდეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ის მას არჩევნებში შეცვლის.

 ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს, ივანიშვილის, კობახიძის, ყველა უნდა დაემხოს. ეს არის ერთადერთი გზა. ადამიანებს აშინებთ ხოლმე ეს ფრაზეოლოგია, მაგრამ სინამდვილეში ამაში არაფერი საშიში არ არის. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, როცა დიქტატურა ასე აწვება საზოგადოებას, საზოგადოების ერთადერთი რეაქცია არის, საბოლოო ჯამში, როცა იქნება, როგორც იქნება, ამ რეჟიმის დამხობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დამხობაში უნდა მიიღოს მთელმა საქართველომ მონაწილეობა.

არანაირი სასამართლოს რეფორმა არ მოხდება, როცა ამათ დავამხობთ. ესენი უნდა გასამართლდნენ იმ სასამართლოთი, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ დიდი ალბათობით ამ ქოცების გასამართლება, აი, ამ მოქმედი მოსამართლეების გასამართლება.

თქვენ მე ციხეში მიჭერთ, ქალბატონო [მოსამართლე ლელა კალიჩენკო], თქვენ წაღებული გაქვთ ჩემი 9 წელი. ეს რომ დაიბადა [შვილი], იყო 6 თვის, რომ გამოვედი — 10 წლის. ახლა ისევ 9-ს პლუს 3 გინდათ ციხეში ჩამსვათ?.. მე აქ მასამართლებენ სიტყვებისთვის!“, – თქვა ახალაიამ.

  • განცხადება ექს მაღალჩინოსანმა წინასასამართლო პროცესზე გააკეთა, სასამართლ იხილავს საქმე ეხება ახალაიას მხრიდან დამხობისკენ მოწოდების ბრალდებას.

ბაჩო ახალაია თვლის, რომ  საქმე არსებით განხილვაზე არ უნდა გადავიდეს. მისი თქმით, თავს დამნაშავედ არ თვლის. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი დასრულდა - საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალდება 4 ოქტომბრის საქმეზეც აქვს წარდგენილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები