ენმ-ში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი უახლოეს მომავალში დაასახელებს იმ პირის ვინაობას, ვინც უღალატა

21.05.26 17:05
ენმ-ში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი უახლოეს მომავალში დაასახელებს იმ პირის ვინაობას, ვინც უღალატა

 

 

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში დაასახელებს იმ პირის ვინაობას, ვინც მისი თქმით უღალატა. 

ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტიაში კითხვის ნიშნები არსებობდა, თუ როგორ მოხდა სააკაშვილის დაკავება და როგორ გამჟღავნდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუმცა როგორც ოპოზიციონერი ირწმუნება, ამის შესახებ ენმ-ში არავის უსაუბრია. 

ვხდებით ყველა, რომ ძალიან ვიწრო ჯგუფმა იცოდა მისი (სააკაშვილის) გადაადგილების შესახებ ინფორმაცია და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ინფორმაციას და ამ ბრალდებას. ბუნებრივია 2021 წელს მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება, ამ ინფორმაციის გამჟღავნება და ა.შ. არსებობდა საზოგადოებაში, თუმცა ხუთი წლის თავზე, ამ ინფორმაციის კიდევ ხელახლა გამჟღავნება ალბათ და სავარაუდოდ, უკავშირდება ამ ინფორმაციის დადასტურებას და ამ დადასტურების შემდეგ, ალბათ, მიხეილ სააკაშვილმა ამის საფუძველზე გააკეთა  შესაბამისი განცხადება. რახან დაისვა 5 წლის თავზე, არსებობს შესაბამისი დადასტურებული ინფორმაცია, წყაროები, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ ამ გარემოებებს, დარწმუნებული ვარ, უახლოესი კვირეების თუ თვეების განმავლობაში, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. 

განხილვები პარტიის შიგნით არ ყოფილა. ყველას აქვს წუხილი და გარკვეული კითხვები, მაგრამ გასაგები მიზეზების, ამის აფიშირება არც შიგნით ხდება და მითუმეტეს არც გარეთ", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

ბეჟაშვილის მსგავსად, ენმ-ს კიდევ ერეთი წევრი, ირაკლი ფავლენიშვილიც ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტი "მოღალატეს" მალე დაასახელებს. 

ფავლენიშვილის თქმით, სააკაშვილი ამ საკითხს სასამართლო სხდომაზე ტყუილად არ წამოწევდა. 

ეს ჩემთვისაც საინტერესოა, მართლა არ ვიცი. ალბათ, როცა მიხეილ სააკაშვილი ჩათვლის საჭიროდ, ამას გაამხელს. ჩემი აზრით, ისე არ იტყოდა, რომ რომელიმე მომენტში გამხელას არ აპირებდეს. მე ნამდვილად არვიცი, ვისზეა საუბარი", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი. 

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და თქვა, რომ მის გარემოცვაში რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო.

სააკაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ გარემოცვის წევრმა, 2020 წელს, როცა ის პირველად აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას მისი კოორდინატები  ძალოვან სტრუქტურებს გადასცა.

მეტიც, მესამე პრეზიდენტის თქმით, ამავე ადამიანმა უღალატა მეორედ, უკვე საქართველოში შემოსვლისას, როცა დათქმულ ტერიტორიაზე არ დახვდა.   მიხეილ სააკაშვილს დღეს ამ კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი არ დაუსახელებია. 

 

მსგავსი სიახლეები