რაც საქართველოში ხდება ქართველ ხალხს არ მოსწონს - გიორგი კანდელაკი

22.05.26 11:04
რაც საქართველოში ხდება ქართველ ხალხს არ მოსწონს - გიორგი კანდელაკი

 

 

რაც საქართველოში ხდება ქართველ ხალხს არ მოსწონს, რაც ხდება აშკარად ცუდია შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, - ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა „ჰადსონის ინსტიტუტში“ საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში ციტირებულია აშშ-ში გამოჩენილი ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობა, რომელშიც მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე ფიგურირებდა.

კანდელაკმა მმართველი გუნდის ქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უსწორდება და ავიწროებს უნივერსიტეტეს, საზოგადოების დიდ ნაწილს, სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას.

მან ასევე ისაუბრა ალ მუსტაფას უნივერსიტეტზე, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და პარალელი გაავლო ქართულ უნივერსიტეტბთან და განათლების რეფორმას კატაკლიზმური განათლების ე.წ. რეფორმა უწოდა.

ჩვენს ანგარიშში ციტირებულია ერთი შემთხვევა. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩენილი ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობას. მას ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლა, როცა თქვა, რომ მან დაინახა მკვლელი, რომელიც მის მოსაკლავად გააგზავნეს. ეს მკვლელი დმანისიდანაა და არის საქართველო მოქალაქე. ასეთი რამდენიმე სხვა შემთხვევაც მოხდა. საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს საბერძნეთში და ბრალი წაუყენა საბერძნეთის კონტრდაზვერვამ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აქტივებზე ჯაშუშობისთვის.
ეს არის ძალიან ცუდი.
რაც საქართველოში ხდება ქართველ ხალხს არ მოსწონს, რაც ხდება აშკარად ცუდია შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის. საქართველოს მთავრობა კი პარალელურად უსწორდება და ავიწროებს უნივერსიტეტეს, საზოგადოების დიდ ნაწილს, სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას. მაგალითად ჩვენ გვაქვს კატაკლიზმური განათლების ე.წ. რეფორმა, რომლითაც საქართველოს ყველაზე რეპუტაციულ სახელმწიფო უნივერსიტეტს ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეს უმცირდება ბიუჯეტი 97%ით. ეს მაშინ, როცა ალ მუსტაფას უნივერსიტეტს აქვს 3 კამპუსი და ყვავის. სკეპტიკოსი იტყოდა რომ მას არ აქვს აკრედიტაცია. მაგრამ მერე რა? ის ხომ არსებობს. ყვავის. ჩვენ გვაქვს რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც შთაგონებულია რუსეთის მიერ. თუ თქვენ იღებთ გრანტს რეპუტაციული აშშ-ის ფონდიდან, საერთაშორისო სტანდარტებით, იმ კანონებით, რომლებიც ძალაშია, ეს არის 6 წლით ციხეში მოხვედრის მაშინ როდესაც ყალბი ირანული არასამთავრობო ორგანიზაციები ყვავიან,- თქვა კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები