პაპუაშვილი: ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიექანება

22.05.26 13:13
პაპუაშვილი: ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიექანება

 

 

ევროკავშირი ცივილიზაციური უფკრულისკენ მიექანება - ამ სიტყვებით მიიტანა მორიგი იერიში დღეს შალვა პაპუაშვილმა EU-ზე.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირი  ევროპული ღირებულებებისგან დაცლილია და ასეთ ევროკავშირში საქართველოს არაფერი ესაქმება. 

მეტიც, პაპუშვილისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ის დაქტიც, რომ ბრიუსელი ქართველ ხალხს უჭერს მხარს - "როცა ამბობენ, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, ყველაზე დიდი დამცირებაა საქართველოსი".

ევროპას სხვადასხვა სახე ჰქონდა. 45 წლამდე ევროპას ფაშისტური სახეც ჰქონდა. შემდეგ ეს სახე შეიცვალა და შემდეგ დაემსგავსა იმ ევროპას, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. ახლა ვხედავთ, რომ მას ცივილიზაციური გამოწვევები აქვს. ისინი მიექანებიან ცივილიზაციური უფსკრულისკენ, შორდებიან ევროპულ იდეალებს და რა თქმა უნდა, ისეთ ევროკავშირში, სადაც მხოლოდ სახელია ევროპული, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვერ ვხედავთ საქართველსო მონაწილეობას. ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არ არის ევროკავშირი. ის არის უბრალოდ კავშირი, ისევე როგორიც იყო საბჭოთა კავშირი თავის დროზე. ასეთ კავშირში კი ვიყავით.

ეს ტერმინოლოგიური ფორმულირება, რასაც ირჩევს ზოგიერთი სახელმწიფო და მათ შორის ბრიუსელი, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, ეს არის ყველაზე დიდი დამცირება საქართველოსი, რომელსაც ალბათ საბჭოთა კავშირის დროს თუ გვაყენებდნენ ან მე-19 საუკუნეში ასეთ დამცირებას ... და როცა აქ ჩამოდიან ხინკალს და ხაჭაპურს ვუმზადებთ, მოსწონთ ჩვენი ცეკვა თამაში და სუფრაზე დაგვისვამენ და თავსი ჭკუაზე უნდა ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში.   

ისინი სინამდვილეში მიიჩნევენ ქართველ ხალხს მეურეხარისხოვან ერად. ეს არის სწორედ კოლონიალისტური აზროვნება, რომ მიიჩნევენ  მეურეხარისხოვან ერად, სადაც უნდა ჩახვიდე, მოახდინო მათი კოლონიზება, ასწავლო როგორ უნდა ააწყონ სახელმწიფო, იმიტომ, რომ ტავად არ იციან, არიან აბორიგენები", - ამბობს პაპუაშვილი.