საქართველო-EU-ს ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენთვის... შეშფოთებული ვართ ამ სიტუაციით - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მნიშვნელოვანია სომხეთისთვის.
შეშფოთებული ვართ ამ სიტუაციით - თქვა Armenpressის ცნობით ბრიფინგზე ფაშინიანმა.
ამასთან, როგორც სოხმეთის პრემიერმა აღნიშნა, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობებით არ განისაზღვრება.
სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის საქართველო საკვანძო როლს ასრულებს. საქართველოსთან დაკავშირებით, ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში და ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ სიტუაციით. გვჯერა, რომ ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს არაფერი აქვს საერთო მესამე მხარესთან ურთიერთობასთან. და, ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასეც დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ არ შეიძლება იყოს", - განაცხადა ფაშინიანმა.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია