ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

22.05.26 15:29
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი: 

  • კანონპროექტი სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს;
  • ასევე, ამავე პროექტით კომუნიკაციების კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, შეისწავლოს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და პირდაპირი ან არაპირდაპირი დამფინანსებლის საბანკო ინფორმაცია;
  • ასევე დგინდება მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის მექანიზმი.

პროექტი შოთა ბერეკაშვილის, არჩილ გორდულაძის, ანტონ ობოლაშვილისა და გიორგი ბარვენაშვილის ავტორობით მომზადდა. 

 

მსგავსი სიახლეები