რატომ ვერ აბარებს ხალხი მართვის მოწმობის გამოცდას?
რატომ ვერ აბარებს ხალხი მართვის მოწმობის გამოცდას? - სოციალური ქსელი სავსეა იმ ადამიანების საპროტესტო განცხადებებით, ვინც მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებას ცდილობს. ისინი ფიქრობენ, რომ მომსახურების სააგენტოს სპეციალისტები განზრახ ჭრიან, რომ მოქალაქემ ერთი და იგივე წრეზე იაროს და მეტი ფული გადაიხადოს სამინსიტროს ანგარიშზე.
საქართველოში სულ რვა საგამოცდო ცენტრია, აქედან მინიმუმ 6 ქალაქში მოქალაქეთა თქმით, სავალალო მდგომრეობაა - ღერძულა ხაზები, რომლის დაცვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ფიზიკურად არ არსებობს, ან ისეთი მკრთალია რომ არ ჩანს.
გორში "შაბათის ეთერს" მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ არაა დახაზული ქალაქის საგამოცდო მარშრუტის გარკვეული ნაწილი, არც ქვეითთა გადასასვლელი ჩანს და ძლიერი წვიმის დროს,სისტემის გაუმართაობის გამო, შეუძლებელია გადაადგილებაც.
ახალციხეში მოუწესრიგებელი და გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურეობის სააგენტოში საჩივარი საჩივარზე იწერება. არა ერთი მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლება-მოსულების გულგრილად შესრულებაზე საუბრობს, ამბობენ რომ ხალხს მახეს უგებენ და აიძულებენ რაც შეიძლება მეტი ფული გადაიხადონ მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდაზე რომ გავიდნენ.
რუსთავის საგამოცდო ცენტრთან შაბათის ეთერი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. სურათი მძიმეა - 10-დან მხოლოდ ერთი აბარებს გამოცდას.
"შაბათის ეთერის" მიერ ამ სიუჟეტზე მუშაობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტომ მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის წესები რამდენჯერმე შეცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დადგენილების მიხედვით ცვლილებები პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდას შეეხო. ცვლილებები ქალაქის გამოცდაზეც ვრცელდება სადაც იცვლება ქალაქის გამოცდის რიგების მართვის პრინციპიც. 15 ივნისიდან შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, ქალაქის გამოცდაზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12 დან 15 მდე გაიზრდება.