"ოცნება" აღიარებს, რომ სოცდაუცველთა ბაზებში არიან ადამიანები, რომლებიც კრიტერიუმებს არ შეესაბამებიან - ბესო დონაძე

25.05.26 11:34
"ოცნება" აღიარებს, რომ სოცდაუცველთა ბაზებში არიან ადამიანები, რომლებიც კრიტერიუმებს არ შეესაბამებიან - ბესო დონაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აღიარებს იმას, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ შეესაბამებიან კრიტერიუმებს, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე ივანიშვიის გუნდის გადაწყვეტილებას, სოცდაუცველთა ბაზების გაფილტვრის შესახებ.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აინტერესებს, როგორ მოხვდნენ ამ სიაში ადამიანები, რომლებიც, რეალურად კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. დონაძის თქმით, ეს ყველაფერი საარჩევნო წლებზე იყო გათვლილი. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აღიარებს იმას, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ შეესაბამებიან კრიტერიუმებს. ანუ, მათ აქვთ შემოსავალი, უბრალოდ, არიან ისევ სიღარიბის ზღვარს ქვევით პროგრამაში და იღებენ დამატებით ფულს. ანუ მათ ამის საჭიროება არ უდგათ. ეს ადამიანები სიაში როგორ მოხვდნენ? ეს ყველაფერი იყო საარჩევნო წლებზე გათვლილი და პოლიტიკური სარჩული იყო მათი სოციალურად დაუცველთა სიაში მოხვედრა. ახლა დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ ციფრებით მანიპულირებაა. მას სურს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ციფრი იყოს ბაზაში აღრიცხული, ხოლო რეალობას ვერ გავექცევით, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის წესები იცვლება — საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, იმ ოჯახებს, რომელთა წევრების შემოსავალი განსაზღვრულ ზღვარს გადააჭარბებს, სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრაცია შეუწყდებათ.

შესაბამის დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.