საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან - ცნობილია ვის შეხვდებიან
თბილისში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ჩამოვიდა. ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელი პიტერ ანდრეული „ქართულ ოცნებას“ შეხვდება და სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვევა, რას ელოდება ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილის გუნდისგან.
კობახიძე ამბობს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით უკვე შედგა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის თავად მარკო რუბიოსთანაც, რაც, მისი თქმით, ურთიერთობების „გადატვირთვის“ შესაძლებლობას აჩენს.
"ოცნების" ლიდერის გმტკიცებით, ხელისუფლება მზად არის სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“ აღადგინოს, თუმცა ახლა ამერიკული მხარის პოზიციას ელოდებიან.
რაც შეეხება ქრთულ-ამერიკულ ურთერთობებს, რაზეც ძალიან ნერვიულობს ჩვენი ოპოზიცია, გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებ რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე და ჩვენ გვიხარია დადებითი ტენდენციები.
ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, პირველ რიგში დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. დაევლოდებით, პირველ რიგში, მათ პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან. ვაცადებთ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ჩვენ ამაზე თავიდანვე გამოვხატეთ ძალიან მკაფიო პოზიცია, ველოდებოდით ამერიკული მხარის პოზიციას, მოხარული ვართ, რომ ბოლო დრო არის დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ, - ამბობს კობახიძემ.
აშშ-ის საელჩოში მედიას უთხრეს, რომ ვიზიტი 24 მასს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სახდეპის წარმომადგენლები ხვდებიან მთავრობის, პოლიტიკური პარტიების და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე სასულიერო პირებს.
„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების გზაზე დასაყენებლად“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურის წერილში, რომელსა "პუბლიკა" ავრცელებს.