"საერთაშორისო პარტნიორებმა ხელები არ ჩამოწიეს და ჯერ კიდევ თვლიან, რომ საქართველოსთვის დასაბრუნებელი გზა არსებობს" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. ამის შესახებ მან Facebook ive-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, დღეს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო რუკაზე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღარ არსებობს, მაგრამ საერთოაშორისო პარტნიორების ინტერესი მაინც რჩება საქართველოს მიმართ.
პრაქტიკულად საქართველო აღარ არსებობს საერთაშორისო რუკაზე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობს, როგორც აქტიური მონაწილე ამ საერთაშორისო ურთიერთობების. მაგრამ, მაინც არსებობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესი საქართველოს მიმართ. ხელები არ ჩამოწიეს და ჯერ კიდევ თვლიან, რომ საქართველოსთვის დასაბრუნებელი გზა არსებობს და ამიტომ არის ეს შუალედური პოზიცია, რომ ერთის მხრივ გრძელდება იზოლაცია რეჟიმის, მაგრამ მაინც შიგა და შიგ ვირაც ჩამოდის, განცხადებებს აკეთებენ, საქართველოს საკითხი დასმული იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე ბოლოს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციაში შედიან:
- პიტერ ანდრეოლი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი;
- ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი.