კობახიძის ულტიმატუმი სინდისის პატიმრებს - რჩება თუ არა სივრცე ეკლესიას "ოცნებასთან" დიალოგისთვის

25.05.26 21:01
კობახიძის ულტიმატუმი სინდისის პატიმრებს - რჩება თუ არა სივრცე ეკლესიას "ოცნებასთან" დიალოგისთვის

ირაკლი კობახიძემ სინდისის პატიმრების შეწყალებაზე საპატრიარქოს პრაქტიკულად უარი უთხრა. რამდენიმე მიმართვის და საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ საჭიროა ხელისუფლებამ დემონსტრანტები გაათავისუფლოს, "ოცნების" მთავრობის მეთური ამბობს, რომ გადაწყვეტილება მყარი და მკაფიოა, ირაკლი კობახიძის პრინციპული პოზიციაა, რომ სინანულის და აღიარების გარეშე ციხის კარს არ გახსნიან.

ნიშანვს თუ არა კობახიძის დღევანდელი განცხადება იმას, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები საპატრიარქოს და "ოცნების" ხელისუფლებას შორის დაიხურა? - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტოვებს განცდას, რომ სასულიერო პირებთან პირისპირ კომუნიკაციაში კობახიძე ასეთი ხისტი არ ყოფილა.

ამნისტიის გამოცხადების ან პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის სამართლებრივი წინაპირობა აღიარება და მონანიება არ არის, თუმცა ისეთი პატიმარიც კი, რომელმაც ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნა რამდენჯერმე გაუგზავნა და დანაშაულს დაკავების პირველივე დღიდან აღიარებს ამ დრომდე სასჯელს იხდის.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში