"ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე არჩევნების გამოსაგლეჯად, მგონი ეს უტყუარი ამბავია" - ნიკა გვარამია
"ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე არჩევნების გამოსაგლეჯად, მგონი ეს უტყუარი ამბავია" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ნიკა გვარამიას განმარტებით, არც ის და არც მისი რომელიმე თანაგუნდელი "არ აუქმებს არჩევნებს, როგორც მთავარ, თუ არა ერთადერთ, ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობას".
ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები. გამოვა, არ გამოვა 2028 წლის იქით ხომ ვეღარ წავა "ქართული ოცნება", ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს გავაკეთოთ. მესმის, გიჟი ხომ არ ვარ, რომ დაშვება არ გავაკეთო უარესი ვარიანტის, მე პროფესია მაქვს ეგეთი, იურისტი ვარ პირველადი განათლებით და პროფესიით და ყოველთვის ცუდის დაშვებით ვიწყებ ნებისმიერ საქმეს, ეს პროფესიული ჩვევაცაა ჩემი და მე მგონია, რომ საღი აზრი და რაციონალიზმიც არის ამაში. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვეცდები, 2028-მდე ვადამდელი არჩევნები არ მოვიპოვო. მე ამისთვის ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ და არ არის მარტივი ჩემი ცხოვრება ამის ფონზე სხვათა შორის, პატიმრობებიც ამიტომ მიწევს და შეიძლება კიდევ მომიწიოს, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე არჩევნების გამოსაგლეჯად, ვადამდელი იქნება ეს, თუ 2028-ის, ნებისმიერ შემთხვევაში საუბარი იყოს დემოკრატიულ არჩევნებზე, მე მგონი ეს უტყუარი ამბავია.
მე არ ვაუქმებ და არცერთი ჩემი გუნდელი არც პარტიაში, არც კოალიციაში და დარწმუნებული ვარ არც ალიანსში არ აუქმებს არჩევნებს, როგორც მთავარ, თუ არა ერთადერთ, ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.