საფრანგეთის ელჩი საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26.05.26 12:25
საფრანგეთის ელჩი საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთი ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობასა და სოლიდარობას გამოხატავს"- დაწერა დიპლომატმა.

მისი თქმით, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა მშვიდობისა და სტაბილურობის ცენტრალურ საკითხად რჩება ევროპაში.

საფრანგეთი მხარს უჭერს, როგორც დღეს, ასევე მომავალში, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“.