თქვენ არაერთხელ წამომდგარხართ და ახლაც წამოდგებით - რასა იუკნევიჩიანეს მილოცვა ქართველ ხალხს
თქვენ არაერთხელ წამომდგარხართ და ახლაც წამოდგებით - ამ სიტყვებით ულოცავს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
ევროპელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე შიში, ძალადობა და უსამართლობა.
იუკნევიჩიანეს თქმით, სწორედ ეს სურვილი დააბრუნებს საქართველოს ევროპულ გზაზე.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ძვირფასო ქართველებო!
ისეთ ეტაპებზე, როგორსაც თქვენი ერი ახლა გადის, ადვილია რწმენის დაკარგვა. მაგრამ ისტორია ასევე გვაჩვენებს, რომ ხალხების თავისუფლების სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე შიში, ძალადობა და უსამართლობა. თქვენ არაერთხელ წამომდგარხართ — და ახლაც წამოდგებით.
ცვლილებები შესაძლოა სწრაფად არ მოხდეს.
დემოკრატიისკენ, ნამდვილი თავისუფლებისკენ და ევროპული მომავლისკენ დაბრუნების გზა შეიძლება გრძელი და რთული იყოს.
თუმცა მე მჯერა საქართველოს ყველა კეთილი ნების ადამიანის, ვისშიც იმედი ჯერ კიდევ ანთია.
მჯერა, რომ ეს იმედი გადაიქცევა ძალად, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებს!"- წერს ევროპარლამენტარი.