"ოცნების" ნაბიჯები მიუღებელია იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც გუშინ სჯეროდა მათი - სალომე ზურაბიშვილი

26.05.26 17:22
"ოცნების" ნაბიჯები მიუღებელია იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც გუშინ სჯეროდა მათი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ოცნების" ნაბიჯები იმ ადამიანებისთვისაც კი მიუღებელია, ვისაც გუშინ მათი სჯეროდა.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ასეთი ადამიანები, ვინც "მეტ-ნაკლებად აზროვნებენ, ისინი უკვე გადასულები მეორე მხარეს".

მხოლოდ რეპრესიას, მხოლოდ დაშლას, მხოლოდ დაპირისპირებას, მხოლოდ დამცირებას და რამე საქმის გაკეთებას არცერთი ნაბიჯი არ ემსახურება და ეს ყველასთვის არის მიუღებელი, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც გუშინ სჯეროდა, ვისაც გუშინ ჰქონდა მათი იმედი და მათი რწმენა. ადამიანები, ვინც კიდევ მეტ-ნაკლებად აზროვნებენ, ისინი უკვე გადასულები მეორე მხარეს - აღარ სჯერათ, აღარ ესმით, ბევრ კითხვას სვამენ, შეიძლება ჯერ არ სჯერათ არავითარი ოპოზიციის, იმიტომ, რომ ეს რთული გადასვლაა, მაგრამ იმათი რომ არ სჯერათ ეს ფაქტია", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ Facebook live-ში თქვა, რომ "ქართული ოცნება" დაშლისკენ მიდის, პარტიაში კი დიდი აურზაური და უნდობლობა სუფევს. 

მსგავსი სიახლეები