კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება

28.03.21 15:03
კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ხვდება.

შეხვედრა ამ წუთებში  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.

კრისტიან დანიელსონმა შეხვედრაზე შესვლის წინ მედიასთან  კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ახლა კომპრომისის დროა.

მოუთმენლად ველი შეხვედრას პოლიტიკურ ლიდერებთან, რომ ვიპოვოთ გამოსავალი და შეთანხმება შედგეს, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად.კომპრომისების დროა, კომპრომისი არაა სისუსტის ნიშანი,ეს სიძლიერის ნიშანია, ეს დემოკრატიის მაჩვენებალია და ეს არის ევროპული გზა - თქვა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ, გუშინ ღამე ჩამოვიდა.

დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

მსგავსი სიახლეები