ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს - კობახიძე საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის შესახებ კალასის განცხადებაზე

28.05.26 19:03
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს - კობახიძე საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის შესახებ კალასის განცხადებაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებაზე საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის თაობაზე, ირაკლი კობახიძე პასუხობს.

როგორც კობახიძე ამბობს,  არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით.

“ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს“, - ამბობს ის.

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი. როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ ამას და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს. აქამდე ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა სწორედ საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა ჩვენი ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები