ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ტარდება

01.06.26 13:24
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ტარდება

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ტარდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ჩიხლაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

სუს-ი ამბობს, რომ ირაკლი ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორმაგი ჯაუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გულბაათ რცხილაძეც 30 მაისს დააკავა.

მსგავსი სიახლეები