თავისუფლება გოგი წულაიას - გლდანის ციხესთან აქცია იმართება

28.03.21 15:25
თავისუფლება  გოგი წულაიას -  გლდანის ციხესთან აქცია იმართება

გლდანის ციხესთან პოლიტიკოს გოგი წულაიას  მხარდამჭერების აქცია იმართება. ისინი წულაიას გათავისუფლებას მოითხოვენ და მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნიან. წულაიას მხარდამჭერების ნაწილი  ქუთაისიდან დედაქალაქში ავტოკოლონებით ჩამოვიდა.

გოგი წულაია ციხეში პროტესტის ნიშნად მე-9 დღეა შიმშილობს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.