თუ დავკარგავთ უვიზო რეჟიმს, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება "ოცნების" რეჟიმს - გეგელია
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საქართველო-ევროკავშირს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება. გეგელიას თქმით, იმ შემთვევაში თუ "ოცნება" არ შეასრულებს ბრიუსელის პირიობებს და ამის გამო საქართელო უვიზო რეჟიმს დაკარავს, სრული პასუხისმგებლობა სწორედ ივანიშვილის გუნდს დაეკისრება.
უვიზო რეჟიმს საერთოდ გააჩნია ძალიან მკაფიო გაზომვადი პრიორიტეტები, ამ რაღაცებს ან ინარჩუნებ ან არ ინარჩუნებ. ვიზალიბერალიზაციას გააჩნია კონკრეტული ფასი და ამ ფასს სჭირდება დაცვა. ამ მომენტისთვის "ქართული ოცნების" რეჟიმი ამბობს, რომ არ აპირებს გააკეთოს ისეთი რაღაცები, რაც შესაძლებელს გახდის უვიზო რეჟიმის შენარჩუნებას. შესაბამისად, ეს ლოგიკურად მივა იქ, რომ ჩვენ დავკარგავთ უვიზო რეჟიმს. ისეც და ასეც, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართული ოცნების" რეჟიმს", - ამბობს გეგელია.
11 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ "რადიო თავისუფლების" ევროპის საკითხებს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი „საკმაოდ უშედეგო“ აღმოჩნდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
წყაროს თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.
ასევე ნახეთ: