ეს არის მორიგი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ 20 ივნისს მოხდა დიდი უკანონობა - ხოშტარია

28.03.21 17:09
 ეს არის მორიგი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ 20 ივნისს მოხდა დიდი უკანონობა - ხოშტარია

სამოქალაქო მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია  მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მასალების განადგურება დიდ უკანონობაზე მიუთითებს. ხოშტარია აზრით, ხელისუფლება ცდილობს 20 ივნისის ღამეს ბრძანების გამცემი პირები პასუხისმგებლობას აარიდოს, რის გამოც  პარლამენტის შენობის შიდასერვერის ჩანაწერები გაანადგურეს.

ეს არის მორიგი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ 20 ივნისს მოხდა დიდი უკანონობა და დღემდე გრძელდება დაფარვა ინფორმაციის, რომ პასუხისმგებლობას აარიდონ მოქმედი პირები, იქ იყო არაფორმალური ბრძანების ხაზი, რადგან ჩვენ ვიცით რომ თითქოს არის მასალები ომბუდსმენის ანგარიშში, რომ გახარია არ იყო მომხრე, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია - თქვა ხოშტარიამ.

20 ივნისის საქმიდან ჩანაწერები განადგურდა - "ტვ პირველის" შაბათის ეთერმა მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის ჩანაწერები ხელისუფლებამ გაანადგურა. "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასაჯაროვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო აგენტის ჩანაწერი, სადაც ივანე გულაშვილი ყვება, როგორ წაშალა ჩანაწერები. გულაშვილი ამბობს, რომ მან დავალება კახაბერ საბანაძისგან მიიღო, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.