"კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს" - პუტინის წარმომადგენელი თბილისში იმყოფებოდა

16.06.26 10:12
"კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს" - პუტინის წარმომადგენელი თბილისში იმყოფებოდა

ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში - მიხეილ შვიდკოი ორი დღე საქართველოში იმყოფებოდა. რუსეთის სახელწმიფო მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო. ღონისძიებებს სითი მოლმა და კინოეთატრმა კავეამ უმასპინძლა.

"კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს" - თქვა პუტინის მრჩეველმა.

მისი თქმით, კულტურა ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ქვეყნებს შორის ნდობის ატმოსფერო ეტაპობრივად, ძალდატანების გარეშე აღადგინოს.

რუსეთში საქართველო უყვართ - თქვა შვიდკოიმ.

„ხალხები ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვიან. ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან ღრმა კავშირები არსებობს“, – განაცხადა შვიდკოიმ.

მისივე თქმით, რუსეთი ქართველი ხელოვანებისთვის ღიაა. შვიდკოიმ აღნიშნა, რომ რუსეთში მრავალი ქართველი მუსიკოსი და შემსრულებელი მოღვაწეობს, ხოლო ქართული შემოქმედებითი კოლექტივები ქვეყანას რეგულარულად სტუმრობენ.

რუსული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში, აგრეთვე ჩანს რუსეთის ინტერსების სექციის ხელმძღვანელიც.

მსგავსი სიახლეები