"მიზანი მხოლოდ საკუთარი გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება" - სალომე ზურაბიშვილი ფასდაკლებული პროდუქტისთვის საიტის შექმნაზე

16.06.26 10:50
"მიზანი მხოლოდ საკუთარი გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება" - სალომე ზურაბიშვილი ფასდაკლებული პროდუქტისთვის საიტის შექმნაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტისთვის საიტის შექმნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ "არ გაგონილა არცერთ ქვეყანაში ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა".

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ვებ-გვერდის შესაქმნელად გამოყოფილი თანხა ფულის ფლანგვაა და რომ "ქართული ოცნების" მიზანი მხოლოდ საკუთარი გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნებაა. 

არ გაგონილა არცერთ ქვეყანაში ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა. საინტერესო ის არის ამ თანხების გაფლანგვის და დროში გაწელვის ნაცვლად, რატომ არ მიმართავენ ყველაზე გამოცდილ და უტყუარ მეთოდს: პირველადი მომხმარებლის პროდუქტებზე დღგ-ს დაწევა (მაგალითად 8 ან 5 პროცენტამდე), რაც ყველაზე გაჭირვებულ ფენას დაუყონებლივ შველას მოუტანდა. მაგრამ მიზანი ხომ შველა არაა! არც განვითარება, არც მშვიდობა და არც დამოუკიდებლობის გამყარება… მხოლოდ საკუთარი გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

  • სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტებისთვის საიტი შეიქმნება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 53 000 ლარი გამოიყოფა. განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
  •  საიტის შესაქმნელად თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გამოეყოფა.
  • განკარგულების მიხედვით, საიტის შექმნის მიზანი ფასდაკლებული პირველადი მომხმარების პროდუქტების შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

მსგავსი სიახლეები