იწყება საფუძვლის მზადება EU-ში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად - სამადაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე

16.06.26 11:22
იწყება საფუძვლის მზადება EU-ში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად - სამადაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე

"იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად" - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "თუ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს, ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია".

სამადაშვილის თქმით, ქართულმა ევროკავში უკრაინის გაწევრიანების სხვადასხვა მოდელზე მსჯელობას "ოცნება" საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს.

აშკარაა, რომ თუ 2024 წელს 'ღირსებით ევროპისკენ' ლოზუნგით ატყუებდნენ ქართველ ხალხს, რუსეთის მოლოდინია, რომ ახლა უკვე 'შორს უღირსი ევროპისგან' ლოზუნგით დარჩნენ ხელისუფლებაში - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში. 

ევროკავშირში დღეს უკრაინის გაწევრიანების სხვადასხვა მოდელზე მიდის მსჯელობა. მიზანია, რომ გაწევრიანება სწრაფად მოხდეს. ჯერ შეთანხმებული არაფერია, მაგრამ განიხილება საწყის ეტაპზე 'ასოცირებული წევრის' ახალი სტრატეგიაც.  როგორც პოლიტიკური, ასევე იურიდიული მიზეზებით, ეს იდეა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას აწყდება. საეჭვოა, რამდენად რეალიზებადია გაწევრიანების არსებული პროცესების მიღმა რაიმე ახლის მოგონება, თუმცა ეს მსჯელობა აქტუალური თემაა დღეს ბრიუსელში.
ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ეს დისკუსია საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენოს. 
აშკარაა, რომ თუ 2024 წელს 'ღირსებით ევროპისკენ' ლოზუნგით ატყუებდნენ ქართველ ხალხს, რუსეთის მოლოდინია, რომ ახლა უკვე 'შორს უღირსი ევროპისგან' ლოზუნგით დარჩნენ ხელისუფლებაში. 
საქართველოს ფორმალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე უნდა გაუქმდეს უახლოეს მომავალში-ესაა რუსების შემდგომი ამოცანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიზნისკენ ქოცური პროპაგანდა".- წერს სალომე სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები