სასჯელი სიტყვის გამო - საქალაქოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

16.06.26 11:36
სასჯელი სიტყვის გამო - საქალაქოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი იწყება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ უნდა გამოიკვლიოს სხდომის ოქმი, რომელშიც, ბრალდების მტკიცებით, ახალაიამ განაცხადა: „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს“.

სწორედ დახურულ პროცესზე გაკეთებული ეს განცხადება გახდა ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.

დღევანდელ პროცესზე ყურადღების ცენტრში იქნება ის გარემოებაც, თუ როგორ იმოქმედეს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც, მათი მტკიცებით, შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება მოისმინეს.

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, საქმეს „აზრის გამო დევნას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბრალდების საფუძვლად ქცეული ფრაზები თავად პროცესის ჩანაწერშივე ნათლად ჩანს.

ნადარეიშვილის თქმით, ახალაიამ სადავო განცხადება საკუთარი მოსაზრების ფორმით გააჟღერა და ეს სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერშიც დასტურდება.

მისი განცხადებით, აღნიშნულ სიტყვებს სხდომაზე ისმენდნენ როგორც მოსამართლე, ისე პროკურორები და სხვა მონაწილეები, თუმცა იმ მომენტში ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

დღეს არის არსებითი განხილვა იმ საქმის, რომელსაც აზრის დაპატიმრების საქმე ჰქვია, იმიტომ, რომ საბრალდებო სკამიდან საკუთარი აზრის გამოხატვისთვის არის წაყენებული ბრალი. ორჯერ არის ნახსენები ეს ფრაზა, რომელსაც ბაჩოს ედავებიან. ერთხელ არის ნათქვამი, რომ "მე, როგორც ერთი ადამიანი, ვთვლი, რომ"... და მეორეჯეც არის ნათქვამი, რომ "მე ღრმად მწამს, რომ...". ასე რომ ვერანაირი მოწმე და ვერანაირი სხვა მტკიცებულება ამ საქმეს ვერ გააყალბებს, იმიტომ, რომ არსებობს ამის ჩანაწერი. ამ ფრაზას ისმენდა მოსამართლეც და ორი პროკურორიც. ასევე ისმენდნენ სხვა ადამიანებიც, მაგრამ არანაირი რეაგირება არ იყო, ჩეულებრივი დიალოგის რეჟიმში მიმდინრეობდა ეს სასამართლო პროცესი, რასაც დღეს ზუსტად მოვისმენთ, სადაც მოსამართლის სიტყვებიც არის "გასაგებია" მხოლოდ და მხოლოდ, სხვა არანაირი რეპლიკა მოსამართლის მხრიდან, ან პროკურატურისგან, ან შეჩერება, მსგავსი არ ყოფილა, - თქვა ნადარეიშვილმა პროცესის დაწყებამდე. 

მსგავსი სიახლეები