ალექსანდარ ვუჩიჩი: ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან
ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ვუჩიჩმა თქვა, რომ ამაყობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელით - "ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს".
სერბეთის პრეზიდენტი მტკიცებით, ევროპაში საუბრობენ, რომ დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ასეთი ტემპის ქონა კარგი იქნებოდა.
დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა ჩვენს ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა - მე ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და მადლობას გიხდით ასეთი მშვენიერი მიღებისთვის და ასევე ურთიერთობისთვის. საქართველოს არა მხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანას და ერს ისე ვუყურებთ, არამედ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ მქონდა საშუალება, პატრიარქთან, შიო მესამესთან მქონდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური ორთოდოქსალური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა.
ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ 2012 წლიდან დღემდე, საქართველომ საოცარი შედეგები იქონია. ამაზე ვსაუბრობ სერბეთის სახელით. ქვეყანა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად უნდა მომხდარიყო ასე, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9,3 პროცენტი. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს და ჩვენც ვამაყობთ ამ თქვენი შედეგით. როდესაც პირველი კვარტალი დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ, რა მაჩვენებლით გაიზარდა, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ასეთი ტემპი რომ იყოს ეკონომიკური განვითარების, საოცარი იქნებოდა. მე ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან.
12% იყო მშენებლობის სექტორში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდის მაჩვენებელი. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის კუთხით ამხელა მიღწევისთვის. ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც გაკვირდებათ, ძალიან ყურადღებით სწავლობს საქართველოში არსებულ მიდგომებს და ცდილობენ, რომ გაუმჯობესდნენ“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ კადრებს მთვრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.