პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი „პირველი“ და „მეორე“ კლასის წევრების შექმნას გეგმავს

16.06.26 14:53
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი „პირველი“ და „მეორე“ კლასის წევრების შექმნას გეგმავს

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში განიხილება მოდელი, რომლის მიხედვითაც ახალ წევრ ქვეყნებს სრული ვალდებულებები ექნებათ, თუმცა თანაბარი უფლებებით ვერ ისარგებლებენ. მისი მტკიცებით, მსგავსი მიდგომა კანდიდატი ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციულია და ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებულ რეალურ განზრახვებზე მიუთითებს.

პაპუაშვილი ასევე აცხადებს, რომ წევრი ქვეყნების „პირველ“ და „მეორე“ კლასებად დაყოფის იდეის განხილვაც კი უნდა შეწყდეს.

 

როდესაც ჩვენ ვილტვოდით ინტეგრაციისკენ და ჩვენ ხან სამეზობლო პოლიტიკით, ხან აღმოსავლეთ პოლიტიკით სხვადასხვა ფორმატებს იგონებდნენ იმისთვის, რომ თან ახლოს ვყოლოდით და თან ძალიან შორსაც არ წავსულიყავით, შორი-ახლოს ვყოლოდით, მაგრამ წევრი არ გავმხდარიყავით. ევროკავშირში გაფართოებისთვის ღიაობა ასევე აღმოჩნდა, რომ 4 წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინ გაცხადდა და ყველას მიეცა იმედი, ამთ შორის, კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც იყვნენ ამ სტატუსით, ჩვენამდე წლობით და პროგრესი არ ჰქონდათ, რომ ევროკავშირი მიიღებდა ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილებას გაფართოებასთან დაკავშირებით და გახდებოდნენ წევრები, თუმცა სულ რაღაც 4 წელში და მარტა კოსის განცხადება ამას ცხადყოფს, რომ როგორც ჩანს, გვაჩვევენ იმ აზრს, რომ არანაირი წევრობა თანაბარ პირობებზე არ იქნება. ეს არის მართლად უდიდესი გაცხადება იმისა, თუ რა იყო სინამდვილეში განზრახვები უნდაც ამ 4 წლის განმავლობაში.

რა მოვისმინეთ ჩვენ? მოვისმინეთ, რომ თუკი რომელიმე კანდიდატი ქვეყანა გახდება წევრი, მას ექნება ყველა ვალდებულება რაც კი აქვს წევრს, მაგრამ არ ექნება თანასწორი უფლებები. არ ვიცი ვის თავშ იხარშება ასეთი აზრები, რომ შეიძლება მთლიანად ერების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდეთ, რომ შეიძლება ევროკავშირის წევრები პირველდ ა მეორე ხარისხოვნად დანაწევრონ და მართლაც, 21 საუკუნეში პირდაპირ ევროკომისრის პირიდან გვესმოდეს ორვილისეული მიდგომა, რომ ყველა თანასწორია, უბრალოდ ზოგი უფრო თანასწორი. ეს სიახლე არ იყო, ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვევდნენ ამას. ჯერ ეს გერმანიის კანცლერმა თქვა უკრაინასთან მიმართებით და გახსოვთ უკრაინის რეაქცია, რომ არ აპირებს მეორეხარისხოვან ერად შევიდეს ევროკავშირში და ეს ბუნებრივიც არის. მე არ მეგულება არცერთი ქვეყანა გარდა მოლდოვისა, რომელიც საკუთარი სუვერენიტეტის დათმობის, სხვას გადასცემს ყველა პრივილეგიას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მასზე. მოლდოვას, ვხედავთ, რომ უფრო მეტად გაცხადებული აქვს, რომ ისინი საერთოდ ქვეყნის სახელმწიფოს გაუქმებას აპირებენ და ეს ესახებათ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზად.

მე ასევე მქონდა დღეს ამაზე განცხადებაც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არაერთხელ გვსმენია ფრაზა ბოლო პერიოდში ევროპელებისსგან, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებისგან, რომ არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს მიდგომა ზუსტად ამ პრინციპს არღვევს, მათ შორის უკრაინის მიმართაც. თუკი უკრაინა გაწევრიანდება, რომ უკრაინის საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკას, რომ უკრაინის საფინანსო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრაინის გარეშე, საქართველოს გარეშე, სერბეთის გარეშე, მონტენეგროს გარეშე. ყველას გარეშე, ვინც იქნება ახალი წევრი და იქ უნდა იყოს "კლუბი" ძველი წევრებისა და ახალი წევრები, მარტა კოსმა ახსენა, რომ 15 წელი გამოსაცდელ ვადაში უნდა ამყოფონ თითქოს ეს ქვეყნები მანამ, სანამ რაიმე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

კიდევ ერთხელ, ჩვენ მათ შორის ვნახეთ, და საინტერესოა რადიკალების პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რას იტყვიან საჯაროდ. თქვენ გახსოვთ განცხადებები, რომ ხალ ფეხზე უნდა დავდგეთ ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე არა მხოლოდ ევრიკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, არამედ ევროკავშირში შესვლის შემდეგაც უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, ეს მოგვახსენეს ჩვენ ამ იდეის გაჟღერებით. მე ერთ რამეს მოვუქოდებდი, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი და ერების დახარისხება პირველ და მეორე კლასის ერებად, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები