აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ წევრი: მზია ამაღლობელი კრიმინალია
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრმა, დავით თედორაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დაკავებულ ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს "კრიმინალი" უწოდა.
“მზია ამაღლობელი კრიმინალია, დავარქვათ სათქმელი. ნუ სპეკულანტობთ, თითქოს იზღუდება თავისუფალი მედია. პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია”, - განაცხადა სხდომაზე დავით თედორაძემ.
"ოცნების" წევრი გამოეხმაურა პარტია “გახარია-საქართველოს” წევრის, ნინო ჩხეტიას კითხვას, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძისგან ითხოვდა შეფასებას ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით.
სხდომის შემდეგ დავით თედორაძეს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ გააკეთა ასეთი განცხდება:
გამანებეთ თავი. მე ჩემი აზრის გამოთქმის უფლება არ მაქვს? - იყო "ოცნების" წევრის პასუხი.
ამ განცხადებსი შემდეგ, "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ივანიშვილის გუნდის წევრს ჰკითხა, თუ რატომ, არ დააფიქსირა მისი აზრი იმ კადრებზე, რაც "ნოდარ მელაძის შაბათმა" გაავრცელა და რატომ არ ჰქონდა რეაქცია პოლციიელების მიერ მოქალაქეების ცემაზე.
თავდგირიძემ თქვა, რომ კადრებსი ნამდვილობიი არ სჯერა.
არ მჯერა მე არაფერი, კადრებს როგორც გინდათ ისე წარმოაჩენთ - თქვა "ოცნების" წევრმა.