"ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება - როგორ გაქრა 17 მლნ-ი საქართველოს რკინიგზიდან?

16.06.26 20:02
"ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება - როგორ გაქრა 17 მლნ-ი საქართველოს რკინიგზიდან?

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, სქემის შედეგად სახელმწიფოს 17 მილიონ 391 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

სუს-ის ცნობით, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის რეალიზაციას. გამოძიების ვერსიით, რკინიგზის სხვადასხვა ობიექტიდან შეგროვებული მეტალომი გაცილებით დიდი მოცულობით იყიდებოდა, ვიდრე ეს ოფიციალურ დოკუმენტებში აისახებოდა. უწყების ინფორმაციით, სქემის ფარგლებში გასხვისებულია დაახლოებით 22 ათასი ტონა შავი ლითონი, ხოლო ფინანსური დოკუმენტაცია ყალბდებოდა, რათა რეალური მოცულობა და მიღებული შემოსავალი დაფარულიყო.

გამოძიების ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სუს-ი საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ასახელებს. უწყების ინფორმაციით, ფერაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

დავით ფერაძის სახელი რკინიგზის კუთვნილი ქონების შესაძლო არამიზნობრივ გასხვისებასთან დაკავშირებით წლების წინაც ფიგურირებდა. ამ თემაზე სიუჟეტი „ტვ პირველის“ შაბათის ეთერმაც მოამზადა, სადაც საუბარი იყო რკინიგზის კუთვნილი ლიანდაგებისა და სხვა ინფრასტრუქტურული მასალის ჯართად ჩაბარების საეჭვო გარემოებებზე. მაშინ ფერაძე ამტკიცებდა, რომ ყველა ქონება კანონიერი პროცედურების დაცვით იყო გასხვისებული.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები