გეგმავს თუ არა "ოცნება" თავად თქვას უარი ევროკავშირის წევრობაზე?

16.06.26 20:14
გეგმავს თუ არა "ოცნება" თავად თქვას უარი ევროკავშირის წევრობაზე?

 

 

ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარისთვის? შალვა პაპუაშვილის ერთ-ერთმა ბოლო განცხადებამ ოპოზიციის ნაწილსა და კრიტიკოსებში სწორედ ასეთი ეჭვები გააჩინა.

"ოცნების" ლიდერმა ჯერ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღევანდელი ევროკავშირი აღარ არის ის გაერთიანება, რომლის წევრობაზეც საქართველომ განაცხადი შეიტანა, მოგვიანებით კი ეს პოზიცია საჯაროდაც განმარტა.

ივანიშვილის გუნდის მწვავე რეაქცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას მოჰყვა. კოსმა არ გამორიცხა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეტოს გამოყენების უფლება შეეზღუდოთ. „ქართულ ოცნებაში“ ამ ინიციატივას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი მიდგომა თანასწორი წევრობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ "ოცნების" გუნდი ამ თემას ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განწყობების გასაძლიერებლად იყენებს. მათი შეფასებით, პაპუაშვილის განცხადებები აჩენს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ევროკავშირის გარეშე განვითარების სცენარისთვის ამზადებს.

რა თქვა რეალურად მარტა კოსმა? ევროკომისარს არ განუცხადებია, რომ ახალ წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლება საერთოდ არ ექნებათ. მისი განმარტებით, საუბარია შესაძლო დროებით მექანიზმებზე, რომლებიც ინდივიდუალურად განიხილება თითოეულ ქვეყანასთან და მიზნად ისახავს ვეტოს ბოროტად გამოყენების პრევენციას.

ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის მხარდამჭერი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ პაპუაშვილის ინტერპრეტაცია რეალობას არ შეესაბამება და ევროკავშირის პოლიტიკის შინაარსს ამახინჯებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები