საქართველო-ესპანეთის მატჩი - კარვების ქალაქში აქტივისტები კომენდანტის საათს დაარღვევენ
პარლამენტის შენობასთან, კარვების ქალაქში მონიტორი დაამონტაჟეს. სამოქალაქო აქტივისტები დღეს "კომენდანტის საათის" დარღვევას აპირებენ და ეკრანზე საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ერთად უყურებენ.
აქტივისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომლებმაც საფეხბურთო მატჩისთვის ბილეთების შეძენა ვერ მოახერხეს, რომ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ერთად უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს.
დღეს, საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, , ის პირები, რომლებსაც მატჩზე დასასწრები ბილეთები აქვთ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ და არ დაჯარიმდებიან.