მედიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში - ქართველი ჟურნალისტები სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

16.06.26 20:55
მედიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში - ქართველი ჟურნალისტები სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

 

 

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა განიხილეს. სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა ჟურნალისტებმა და მედიის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარებს უშუალოდ მიაწოდეს ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც კრიტიკული მედია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აღმოჩნდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციების გაშუქებისას ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. დისკუსიის მთავარი თემა მედიის თავისუფლების ხარისხი, ჟურნალისტების უსაფრთხოება და ქვეყანაში შექმნილი დემოკრატიული გარემო იყო.

სტრასბურგში გამართულ აუდიენციას „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ქართველ ჟურნალისტებს უშუალოდ მოუსმინეს და ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღეს. მისი თქმით, ეს კომუნიკაცია გაგრძელდება და მომავალში ქართველი ჟურნალისტები ევროპელ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ მიაწვდიან.

იმის მიუხედავად, რომ ამ ადმაიანებს ჰქონდათ, ევვროპარლამენტარებს გარკვეული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში, მე მგონია, რომ ჩვენი მონათხრობი ამბავი, ირველწყაროებისგან მონათხრობი ამბავი იყო უფრო ემოციური, უფრო გასაგები და უფრო რეალისტური მათთვის, მითუმეტეს, რომ ჩვენ თანდართული გვქონდა დოკუმენტური მასალა, რაც ჩვენს მონათხრობს ადატურებდა. ამ შეხვედრას ექნება გაგრძელება და ეს გაგრძელება იქნება შედეგის მომტანი. ვგულისხმობ იმას, რომ აღარ იქნება საჭირო ვიღაცის მესამე პირების ჩართულობა და ვიღაცის მოტანილი ამბავი, ჩვენ პირდაპირ ამ ადამიანებს, ევროპარლამენტარებს, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს გავაგებინებთ, რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში და ასეთ კომუნიკაციას ყოველთვის აქვს ხოლმე შედეგი, - ამბობს მაკა ჩიხლაძე. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები