ღარიბაშვილის ციხეში ყოფნას კორუფციასთან საერთო არ აქვს - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში ყოფნას კორუფციასთან არანარი საერთო არ აქვს.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მიზეზი ეს რომ ყოფილიყო, მაშინ, როცა ივანიშვილმა 2013 წელს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში გაუშვა და თქვა, რომ “მისმა სანათესაომ საქართველო შეჭამაო“, მის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებდა.
ხიდაშელის თქმით, მისი ციხეში ყოფნა კლანების შორის დაპირისპირების ბრალია და ეს იმის მაჩვენებლია, რომ ერთი კლანი უფრო ძლიერი აღმოჩნდა მეორეზე.
ლილუაშვილის და ღარიბაშვილის ციხეში ყოფნას არაფერი საერთო არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სუფთები არიან და მე ამას ვამტკიცებ, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ისინი ციხეში იმიტომ არ არიან, რომ კორუფციაზე ხელი წაუცდათ. ამისთვის ივანიშვილმა ღარიბაშვილი ერთხელ გაათავისუფლა 2013 წელს და თვითონ თქვა, რომ მისმა სანათესაომ შეჭამა საქართველოო. ამიტომ, ამისთვის ის ერთხელ უკვე გაუშვა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და შეეძლო ამაზე გამოძიება დაეწყო. ისინი ციხეში სხედან იმიტომ, რომ ერთი კლანი აღმოჩნდა მეორეზე ძლიერი, ამასობაში აღმოჩნდა, რომ ეს სიძლიერე ერთი მომენტის იყო, მათ კარგად ახსოვთ დასუსტებული და უკან მობრუნებული ღარიბაშვილი, ამიტომ მისი განეიტრალება იყო აუცილებელი. ძალიან მარტივი სქემაა, ძალიან ბევრჯერ აპრობირებული და გამოყენებული. არაფერი საერთო ამას კორუფციასთან ბრძოლასთან არ აქვს, ეს რომ კორუფციასთან ბრძოლა იყოს, ჩვენ გაცილებით რეალურ შედეგს ვნახავდით ქსელით, მთელი სისტემის გახსნით, თუ როგორ ხდებოდა უკანონო ფულის ტრიალი, თუ ნებისმიერი სხვა ოპერაცია, რომელმაც საბოლოო ჯამში ხალხი ციხეში ჩასვა, - განაცხადა ხიდაშელმა.