ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს - გიგა ლემონჯავა

17.06.26 12:02
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს - გიგა ლემონჯავა

 

 

ელენეს [ხოშტარიას] ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქამდე განვითარებულ და მომავალში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ამის შესახებ პარტია „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ლემონჯავას განცხადებით, პატიმარი პოლიტიკოსის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას პოლიტიკურ პოზიციას, როგორც გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, დაპატიმრებული ქალი პოლიტიკოსი "არავის, მათ შორის, პენიტენციურ სამსახურს არაფერს სთხოვს". 

"რეჟიმის წარმომადგენლები სრულად ფლობენ ინფორმაციას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობენ ადეკვატური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გაწევაზე" თქვა ელენე ხოშტარიას თანაპარტიელმა.

ჩვენი მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. აგრეთვე, რეჟიმის მხილება, რომელიც უდიერად ექცევა ადამიანების ჯანმრთელობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, როგორც ელენე ხოშტარიას, აგრეთვე სხვა პოლიტიკური პატიმრების და ზოგადად პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული ადამიანების შემთხვევაში.

ელენეს საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ელენეს აქტიურობა სოციალურ ქსელში, მისი ინტენსიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან წერილების მეშვეობით, მისი ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს პარტნიორებთან წერილობითი კომუნიკაციით, არ ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა მწყობრშია, ეს ნიშნავს, რომ იგი არა მარტო არ ეგუება რუსულ რეჟიმს, არამედ არ ეპუება მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობას. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ მის ხელთ არსებული ყველა მეთოდით, ციხის პირობებშიც.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს.

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“,- აღნიშნა ლემონჯავამ.

ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

შოთა თუთბერიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები