მზად ვართ სასაუბროდ არა მარტო გამჭვირვალობის კანონზე, არამედ ნებისმიერ საკითხზე - "ოცნების" დეპუტატი
"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ "ოცნება" ევროკავშირთან დიალოგისთვის მზადაა და ამ მიმართულებით პოზიცია არ შეუცვლია. ჭეიშვილის თქმით, ქართული მხარე მზად არის განიხილოს ყველა სადავო საკითხი, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონიც.
არაფერი პოზიცია არ იცვლება, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად დიალოგისთვის, არაერთხელ განვაცხადეთ, არაერთხელ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ცალმხრივად ჩვენ ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში. ჩვენ კარი არ გამოგვიკეტავს ევროკავშირისთვის, ეს პირიქით მოხდა და აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი უტქვამს ნიკოლოზ სამხარაძეს, ზუსტად შუამავლობა ითხოვა, რომ დიალოგის პროცესი, რაც წეღან ვისაუბრეთ, რომ დაიძრას ისევ ეს პროცესი განახლდეს. სად წაიკითხეთ, რომ დდათმობებზეა, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, საუბარი? მე ვსაუბრობ იმაზე, რომ დისკუსია გაიმართოს ნებისმიერი კანონი, მათ შორის ყველაზე მტკივნეული, რასაც აყენებს დღევანდელი ბრიუსელი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამაზეც კია მზაობა, რომ ვისაუბროთ და ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს, - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.
ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს.