ელენე ხოშტარიას დედა ივანიშვილს მიმართავს
"როგორც არასოდეს ისე მინდა მიწვდეს ჩემი ხმა ბიძინა ივანიშვილს! ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და მისი ჯანმრთელობის გაუარესებისთვის ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!" - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში წერს.
დაკავებული პოლიტიკოსის დედას "პირველებიც" ესაუბრა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ელენე საკუთარი მდგომარეობის შესახებ ალაპარაკდა, ნიშნავს, რომ ძალიან ცუდადაა.
ის, რომ ეგ დათანხმდა, ვთქვათ, ამ გახმაურებას, ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო... იმიტომ, რომ 4 თვის წინ როგორც კი დაეწყო ტკივილები, "კაი, დედაო, როგორც მტკიოდა გარეთ, ასეო, ცოტა მეტადო". ახლა რახან დათანხმდა ამ გახმაურებას, ესე იგი, ძალიან ცუდად არის და ამაზე ვარ გაგიჟებული, - ამბობს ირინა გუნცაძე.
დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.