ირაკლი ზარქუა: არანაირი უკან დახევა არ იქნება
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლება მზადაა ევროპელ პარტნიორებთან გამჭვირვალობის კანონის შესახებ დისკუსიისთვის, თუმცა მის გადახედვას ან გაუქმებას არ განიხილავს. მისი თქმით, ქართული მხარე მზად არის განმარტოს, რატომ იქნა კანონი მიღებული და მოისმინოს საპირისპირო არგუმენტებიც, თუმცა „უკან დახევა არ იქნება“.
მზად ვართ, რომ ვისაც აქვს ინტერესი და სურვილი, ავუხსნათ ამ კანონების მნიშვნელობა და რატომ იქნა მიღებული. ამას გულისხმობს ბატონი სამხარაძე. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ, ევროპელ თუ არაევროპელ კეთილმოსურნეს ავუხსნათ, რომ გამჭვირვალობის კანონი რისთვის იქნა მიღებული და თუ იქ ექნებათ არგუმენტები საპირისპირო, ჩვენ მოვისმენთ ამას და ვისმჯელებთ, ამაზეა საუბარი. არანაირი უკან დახევა არ იქნება, იმიტომ რომ გამჭვირვალობის კანონმდა და ამერიკის ფარამ შექმნა ის შესაძლებლობა, რომ ამ უსამშბლოების დაფინანსება შემცირდა მნიშნელოვანწილად, - ამბობს ზარქუა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს.