მძიმეა ყოველი დღე, როცა პოლიტპატიმრები ჰყავს ქვეყანას - "ოცნების" ყოფილი ლიდერი

17.06.26 14:13
მძიმეა ყოველი დღე, როცა პოლიტპატიმრები ჰყავს ქვეყანას - "ოცნების" ყოფილი ლიდერი

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ცნობებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

მძიმეა ყოველი დღე, როცა პოლიტპატიმრები ჰყავს ქვეყანას - დაწერა პაპუნა ჯანელიძემ Facebook-ის პირად გვერდზე და "დროს" ლიდერს ჯანმრთელობა უსურვა: 

მძიმეა ყოველი დღე, როცა პოლიტპატიმრები ჰყავს ქვეყანას. განსაკუთრებით მძიმეა, როცა მათი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გებულობ ინფორმაციას. ჯანმრთელობას ვუსურვებ ელენეს!- აშნიშნავს "ქართული ოცნების" წევრი. 

დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. 

შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

მსგავსი სიახლეები