ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება - გაათავისუფლეთ ელენე! - რასა იუკნევიჩიენე

17.06.26 14:23
ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება - გაათავისუფლეთ ელენე! - რასა იუკნევიჩიენე

10-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

გავლენიანი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა აღიარა ელენე ხოშტარიას დამამცირებელ პირობებში ყოფნა და სპეციალიზებული მოვლის საჭიროება.

„საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მკურნალობის გეგმის მოთხოვნებს. ეს პოლიტიკური დევნაა. გაათავისუფლეთ ელენე!“- წერს ევროპარლამენტარი.

დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. 

შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

მსგავსი სიახლეები