ნინო ევგენიძე: ელენე ხოშტარიას საქმე ევროპარლამენტარების ყურადღების საგანი უნდა გახდეს

17.06.26 15:27
ნინო ევგენიძე: ელენე ხოშტარიას საქმე ევროპარლამენტარების ყურადღების საგანი უნდა გახდეს

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას პატიმრობა უსამართლოა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე საკითხი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს.

ევგენიძის თქმით, ქართული არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები საერთაშორისო დონეზე იმუშავებენ, რათა ყურადღება გამახვილდეს ხოშტარიას მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე და პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხზე.

ელენე ხოშტარია, მართლაც ეუპოვარი, მამაცი, 4 შვილის დედაა და მისი პატიმრობაში ყოფნა იმ რაღაც სასაცილო მიზეზის გამო, მარკერით ბანერზე წარწერის გამო არის წარმოუდგენელი უსამართლობა, თუკი რამე შეიძლება. ასე რამ რუსეთშიც არ ხდება, მემგონი. ამიტომ მე ვფირობ, დღეს ეს საკითხი აუცილებლად გახდება ეევროპარლამენტარების ყურადღების საგანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეტებთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადენლები იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე ბიძინა ივანიშვილის და მისი პასუხისმგებლბის საკითხი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაწამების ფაქტებზე აუცილებლად იქნას გამახვილებული და აუცილებლად იქნან ისინი დასჯილი იმ ნაბიჯების გამო, რაც მათ ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამბობს ნინო ევგენიძე. 

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - განცხადება "დროას" ლიდერის ადვოკატმა, შოთა თუთერიძიემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, დაკავებულ პოლიტიკოსს სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

ხოშტარიას უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შესამჩნევად პროგრესირებს. 

თუთბერიძის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული კვლევები არასაკმარისი და არაეფექტურია, რის გამოც მკურნალობის კონკრეტული გეგმა დღემდე არ არსებობს.

 

მსგავსი სიახლეები