ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - რას ამბობენ პარტიაში

17.06.26 16:12
ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე -  რას ამბობენ პარტიაში

 

 

ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე და როგორ აისახება პარტიაში მოსალოდნელი ცვლილებები ოპოზიციური ალიანსის მუშაობაზე - ამ კითხვებზე პასუხი ჯერ უცნობია. თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ შესაძლო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თანხმდებიან, რომ განახლება და ცვლილებები აუცილებელია, თუმცა რა ფორმით და როდის განხორციელდება ეს პროცესი, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ თავმჯდომარის კანდიდატებზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და პროცესი პარტიის შიგნით კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს.

კონსულტაციები მიმდინარეობს და შეიძლება, განხილული იყოს ძალიან ბევრი კანდიდატი კონკრეტული ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის მიერ. მაგრამა ასეთი, რომ ერთი კანდიდატია, ან ორი, ასეთი არ არსებობს. ოფიციალურად ეს შეთავაზება რომ იყოს გაკეთებული და რომ არსებობდეს ასეთი შეთავაზება, რომ კონკრეტულ ერთ ან ორ კანდიდატზე, ეს გვეცოდინებოდა. ეს არის პარტიის გადაწყვეტილება და არა ცალკეული პიროვნებების, რომ მოხდეს განახლებაც მათ შორის და შეცვლა მიდგომის სტრუქტურული თუ შინაარსობრივი. ჩვენ პოლიტსაბჭოზე დავამტკიცებთ საფუძვლიანი რეფორმების გეგმაც, რომლის ავტორებიც, სხვათაშორის არიან, მე არ მომწონს ხოლმე ასე დაყოფა თაობებად, მაგრამ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ძალიან საინტერესო იდეები აქვთ ლევან სანიკიძესაც, გია ბარამიძესაც, სხვა ადამიანებსაც და ამიტომაც ეს არის კონსესუსის საგანი, - ამბობს ფავლენიშვილი. 

მსგავსი სიახლეები