ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა მოთხოვნილი
436 მომხრე, 145-ის წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა.
დოკუმენტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, პოლიტიკური გუნდის, მოსამართლეების და პროკურორების მოითხოვს, ევროპარლამენტარების უმრავლოსობა მიემხრო.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.
ამის პარალელურად, დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.
ევროპარლამენტარები დე-ფაქტოდ მოიხსენიებენ საქართველოს მთვრობას და პარლამენტს. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკუაქცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი.
ევროპარლამენტი ასევე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და მედია საშუალებების თანამონაწილე მფლობელების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ.
მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მოკავშირე მედია საშუალებების, მათ შორის „იმედის“, „პოსტვ“-სა და „რუსთავი 2“-ის როლს ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციის, ცილისმწამებლური კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში; აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას „იმედის“ და „პოსტვ“-ს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ასეთი მედია საშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდველი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმის ფარგლებში. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანონ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები.