რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა - დათუნაშვილი

17.06.26 16:24
რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა - დათუნაშვილი

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიმართ "ტერორის და შურისძიების კაპანია" მიმდინარეობს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ის, რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, 1937 წლისთვის და სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა".

დათუნაშვილი ეხმაურება პენიტენციური სამსახურის განცხადებასაც და მას "ცინიზმს" უწოდებს. 

უდიდესი ბოროტებაა ის, რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება. პათოლოგიური გაჯიუტება, რომ პოლიტიკურ პატიმრებად აიყვანო ადამიანები, შემდეგ მათ დაუნგრიო ჯანმრთელობა, ფსიქიკა, არის ჩვეულებრივი ტერორის კაპანია, რომელსაც არავითარი რაციონალური არჩეული არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ამას „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერისთვისაც კი, არავითარი რაციონალური სარჩული არ აქვს. ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე. უმახინჯესი ცინიზმია ის განცხადება, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა, თითქოს ასეთი შეიყვანეს. ანუ, საქართველოში არსებობს სასამართლო, რომელიც არ ითვალისწინებს [გარემოებებს] და აბსურდულ დანაშაულზე, ფლომასტერით ბანერზე რაღაცის მიწერაზე, აუცილებლად უნდა იყოს 1-წლიანი პატიმრობის სასჯელი ადამიანისთვის, რომელსაც ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს?! ამას ამბობს პენიტენციური სამსახური, რომ სასამართლომ ეს დაუშვა?! ეს არის 1937 წლისთვის და სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტება, რაც ხდება ელენეს თავზე,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. 

შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

 

მსგავსი სიახლეები