ელენეს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე სრული პასუხიმსგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის პაიკებს - ბოკუჩავა

17.06.26 17:19
ელენეს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე სრული პასუხიმსგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის პაიკებს - ბოკუჩავა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას ეკისრება - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ციხეში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და საჭიროებს გადაუდებელ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ბოკუჩავა "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ხოშტარიასთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. 

რეჟიმმა, რომლის დავალებით ადამიანებს სიტემურად აწამებენ, უმოწყალოდ სცემენ, ქიმიური იარაღით სწამლავენ, ქალი პოლიტიკოსი, 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია ციხეში გამოამწყვდია წლინახევრით. 

ელენე ციხეში შევიდა მძიმე ქრონიკული დაავადებებით. მიუხედავად ამისა, მისი სურვილი იყო და მეტიც, მოთხოვნა, რომ ჩვენ ამ მძიმე დაავადებებზე არ გვესაუბრა საზოგადოებასთან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებდით სწორედ მის თხოვნას, მაგრამ ამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე და დღესდღეობით უკვე მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისმა ადვოკატებმა მიირეს გადაწყვეტილება, რომ საჯაროდ ესაუბრათ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

შესაბამისად, მეც, უპირველეს ყოვლისა, როგორც ქალმა, როგორც დედამ და არა როგორც პოლიტიკოსმა, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ღიად ვისაუბრო ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კიდევ ერთხელ შევახსენო მწამებელ ივანიშვილის რეჟიმს, რომ ელენეს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე სრული პასუხიმსგებლობა ეკისრებათ სწორედ მათ, პირადად ივანიშვილს და მის ყველა პაიკს, რომელიც დღესდღეობით საკუთარ თავს რაიმეს მინისტრს ეძახის - იქნება ეს ჯანდაცვის მინისტრი, იქნება ეს იუსტიციის მინისტრი, იქნება ეს დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სამსახური ადასტურებს მის ქრონიკულ დაავადებებს, ელენეც მრავალი თვეა არ მიეწოდება ადეკვატურო სამედიცინო დახმარება. მისი მკურნალი ექიმები და მას მკურნალი ექიმები ბოლო დროს ჰყავდა თურქეთში, ირწმუნებიან, რომ კომპლექსური მკურნალობის გარესე ელენეს მდგომარეობა მხოლოდ დამძიმდება და ასეთი რეგრესის და სეთი დინამიკის პირობებში შეიძლება დადგეს ძალიან სავალალო შედეგები. ელენეს უკვე აქვს მტანჯველი, სასტიკი ტკივილები, მას უჭირს გადაადგილება, გადაადგილდება ყავარჯნით, უჭირს წერა და მინდა გითხრათ, რომ ეექიმები ირმწუნებიან, რომ ამგვარი დინამიკით ძალიან მალე შეიძლება დადგეს უმძიმესი შედეგი. ამიტომ ელენს დაუყოვნებლივ სჭირდება კომპლქსური დიაგნოსტიკა, რათა დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა.

მოთხოვნა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ბუნებრივია, იქნებოდა უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლება - ელენეს დარუნება თავის ოთხ შვილთან, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გვმართავს რეჟიმი, მაგრამ დროებით და ამაში დარწმუნებულია, პირველ რიგში, ელენე ხოშტარია, რომელიც სრულად დეჰუმანიზებულია, რომელიც დაცლილია ადამიანობისგან, არ აქვს არავითარი მორალი და შესაბამისად, მისი გათავისუფლების მოთხოვნაც აზრს მოკლებულია. მაგრამ, თუ ივანიშვილის რომელიმე პაიკს ჰუმანურობის ნატამალი მაინც დარჩა, ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ, რომ ელენეს ჩაუტადრეს გადაუდებელი დიაგნოსტირება იმისთვის, რომ შემდგომ მას მიეწოდოს შესაბამისი მკურნალობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ უმძიმესი ვიტარების მიუხედავად, ელენე იქიდან გამოვა გამარჯვებული და რომ ჩვენ, ყველა ერთად - საქართველო გაიმარჯვებს! თავისუფლება ელენეს! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!, - განაცხადა ბოკუჩავამ. 

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - განცხადება "დროას" ლიდერის ადვოკატმა, შოთა თუთერიძიემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, დაკავებულ პოლიტიკოსს სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

ხოშტარიას უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შესამჩნევად პროგრესირებს. 

თუთბერიძის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული კვლევები არასაკმარისი და არაეფექტურია, რის გამოც მკურნალობის კონკრეტული გეგმა დღემდე არ არსებობს.